← სიახლეებზე დაბრუნება

მშობლები და შვილები

11 ნოემბერი, 2024

მშობლები და შვილები
👨‍👦  👩‍👦  სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეს" მე-3² კლასში დაიწყო განხორციელება პროექტმა სახელწოდებით - ,,მშობლები და შვილები".

👩‍💻 პირველობა ანა მესხის დედიკოს ხვდა წილად. მან წარმოადგინა საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ბანკის მუშაობის პრინციპს.

💰  💰  ქალბატონმა ნათიამ ბავშვებისთვის გასაგები ენით ისაუბრა საბანკო ოპერაციებზე. მოსწავლეები ინტერესით ისმენდნენ მათთვის "ახალ" ინფორმაციას, შეხვედრის დასასრულს სტუმარს დაუსვეს კითხვები.

📽  🎤  ერთ-ერთმა მოსწავლემ, ლილე ჩიაშვილმა ინტერვიუც კი ჩამოართვა მას. 

📜 📜 მეორე დღეს, პატარა #პრომეთელებმა ჩანახატების სახით გამოხატეს და წარმოადგინეს საკუთარი ემოციები. 

🙏  🙏 მადლობა დამრიგებელს - ხათუნა სვიანაძეს.